სტატიები

როგორ ხვდება ილიას ტბა ტურისტულ სეზონს

ყვარლის მუნიციპალიტეში მდებარე ,,ილიას ტბაზე“ ტურისტული სეზონი უახლოეს დღეებში გაიხსნება. რთული მისახვედრი არ არის, რომ ამ ყველაფერს, რაც ფოტოებში ჩანს, ვანდალიზმის ხელი ატყვია.
,,მედიასაშუალებებში მოვისმინე რომ სეზონისთვის მზად არის ტბა. მოვედი ჩემს ოჯახთან ერთად და განსხავავებული სურათი დამხვდა. თუ ასე გაგრძელდა ხალხი აღარ მივა. ნაგავიც აქეთ-იქეთ ეყარა, განათებები დამტვრეულია. მეტად რომ არ გაპარტახდეს, უნდა იაქტიუროს ხელმძღვანელობამ და შექმნას ისეთი გარემო, სადაც სურვილი გაგიჩნდება, რომ რამდენიმე საათი დარჩე. ბუნება არაჩვეულებრივია და სათანადო პირობებიც შექმნან, რომ ქართველიც მივიდეს და უცხოელიც“, – აცხადებს knews.ge-სთან გივი საყვარლიშვილი. 
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში განმარტებულია, რომ საზოგადოებრივი ქონება შეგნებულად, ვანდალურად დაზიანეს:
,,ალბათ, რთული მისახვედრი არ არის, რომ ამ ყველაფერს, რაც ფოტოებში ჩანს, ვანდალიზმის ხელი ატყვია და როცა ადამიანები ასე ვანდალებად გადაიქცევიან, თოკებს გადაჭრიან, სტადიონზე, ხელოვნურ საფარს ასე დააზიანებენ და მტრულად განწყობილები ჯალალედინივით შეესევიან საზოგადოებრივ ქონებას, ბუნებრივია, ამას სახელი არ ჰქვია. თუმცა, ამის მიუხედავად, “ილიას ტბის” ხელმძღვანელობა, ყველა ასეთ ფაქტს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში არადგენენ, მაგრამ, თუ ასეთი თვითშეგენების ადამიანები მრავლად აღმოჩნდებიან ჩვენს საზოგადოებაში, მას ვერცერთი ბიუჯეტი ვერ აუვა და ძალიან საწყენია, რომ ასე ცდილობთ დისკრედიტაციას, იმ შრომის, რომელიც ყოველდღიურად ამ ტბაზე წარმოებს, რათა დამსხვენებლებს, მაქსიმალურად მოვლილი და სასიამოვნო გარემო დახვდეთ“, – ნათქვამია განცხადებაში

 მიმდებარე ტერიტორიების მოსაწყობად წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი დაიხარჯა. ,,განახლდა ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნები, მოეწყო სველი წერტილები. უკვე დიდი ხანია რაც რეგიონის მოსახლეობა მოდის ოჯახის წევრებთან ერთად და ისვენებენ. შესაბამისად, წელს ველოდებით ბევრ ვიზიტორს“, – აცხადებს მალხაზ ხაბარაშვილი.

.

ფოტოების ავტორი: ზურა მირზიკაშვილი, ყვარელი