ხვალ თელავში ლატვიის საკონსულო გაიხსნება
ღონისძიებას ლატვიის ელჩი, ლატვიის საპატიო კონსული კახეთის რეგიონში, სხვადასხვა ქვეყნის საპატიო კონსულები, სამინისტროების წარმომადგენლები, კახეთის გუბერნატორი და თელავის მერი დაესწრებიან.
ღონისძიება, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობაში, 16:00 საათზე დაიწყება. თბილისის და აჭარის შემდეგ ეს რიგით მესამე საპატიო საკონსულოა საქართველოში.