ახალი ამბები

სიღნაღში ჯგუფი ნიკოლშოუ კონცერტს გამართავს

კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. მუსიკალურ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. კონცერტი პროექტ „Check In Georgia“-ს ფარგლებში იმართება. Check In Georgia“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს 19 ქალაქში, 150-ზე მეტი კულტურული ღონისძიება ჩატარდება.