ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება

ივანიშვილი ამჯერად ადგილობრივი, საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება, სადაც ტელე და ფოტო ოპერატორები მხოლოდ პრესკონფერენციის დასაწყისში რამდენიმე წუთით დაიშვებიან. ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე დასასწრებად აკრედიტაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაიარეს.
,,შეხვედრაზე დასწრების სურვილი 65 მედიასაშუალების წარმომადგენელმა გამოთქვა. თუმცა, პრესკონფერენციისთვის გამოყოფილ დროში ყველას ვერ მიეცემა კითხვის დასმის საშუალება. თანმიმდევრობას (ადგილზე შემთხვევითი შერჩევით) განსაზღვრავს მოდერატორი”, – აცხადებენ „ქართუ ჯგუფის” პრესსამსახურში.