ახალი ამბები

გურჯაანში დიდების მემორიალზე EURO 2016-ის ტრანსლირებას იწყებენ

,,მართალია, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა სტარტი 10 ივნისს აიღო, თუმცა არამდგრადი ამინდის გამო თამაშების ღია ცის ქვეშ ჩვენება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. დღეს 21:00 საათიდან ველოდებით ფეხბურთის მოყვარულებს. ერთად შევიქმნათ საფეხბურთო განწყობა და ვუგულშემატკივროთ საყვარელ ნაკრებს”, – აცხადებენ გამგეობაში.