ახალი ამბები

სოფელ წინანდალში სასტუმრო რედისონი აშენდება

როგორც knews.ge-ს “სილქ როუდ ჯგუფში” განუცხადეს, ოთხსართულიანი, 100 ნომერზე გათვლილი სასტუმრო თანამედროვე სტანდარტების არქიტექტურული ნაგებობა იქნება. “დაგეგმილია 100-ნომრიანი სასტუმროს აშენება. კომპლექსში იქნება საკონფერენციო და ღონისძიებათა დარბაზები, ღია და დახურული კაფე-რესტორნები, სპა-აუზი და ფიტნეს კლუბი”, – განუცხადეს knews.ge-ს “სილქ როუდ ჯგუფში” 
კომპლექსი 30 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდება.