სტატიები

ლამბალოს საჯარო სკოლის მშენებლობა შეჩერებულია

როგორც სკოლის მასწავლებლებმა knews.ge-ს განუცხადეს, სოფელში საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულების ძველი შენობა 2006 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. მეშვიდე წელია ამ სოფლის 1000-ზე მეტი მოსწავლე ოჯახებში მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობენ. სკოლა რამდენიმე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული. სასწავლო ობიექტები ერთმანეთისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. მოსწავლეებს ურთულეს პირობებში უწევთ სწავლა.
,,დიდი პრობლემებია, რადგან 1000-მდე მოსწავლე 4 კერძო სახლშია გადანანწილებული და ისე ვასწავლით. გვინდა, რომ სკოლა მალე დაამთავრონ, ცუდ დღეში ვართ. ამის გარდა, მასწავლებელებს რამდენიმე თვეა ხელფასები არ აუღიათ, ზოგს 500 ლარი აქვს ასაღები, ზოგს კი – 1000 ლარზე მეტი“, – განუცხადა Knews.ge-ს ფიზკულტურის მასწავლებელმა ილკარ ოჯახვერდიევმა.
სოფელ ლამბალოს ახალი სკოლის შენობა, რომელიც გასულ წელს უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო, გათბობის სისტემით, სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკით, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო კაბინეტებით აღჭურვილი. ლამბალოს საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ ცხრა სკოლას შორის, რომლის მშენებლობაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2 წლის წინ დაიწყო.
საგანანამთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის გიორგი შალუტაშვილის განცხადებით, უწყება მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს. იმ შემთვევაში თუ კომპანია ინფარასტრუქტურულ სამუშაოებს უმოკლეს ვადაში არ გააგრძელებს, დაჯარიმდება.
,,თურქულ სამშენებლო კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმებულია 2014 წლის 23 იანვარს. მან ვერ შეძლო დათქმულ ვადაში ობიექტის ჩაბარება, შესაბამისად წელს გაუგრძელდა ვადა. ახალი ვადის მიხედვით ობიექტის მშენებლობა უნდა დასრულდეს 17 აგვისტოს. განვახორიცელეთ მონიტორინგი და გაფრთხილების წერილები ჩაბარდა კომპანიის დირექტორს. თუ უმოკლეს ვადაში სრული მასშტაბით არ გააგრძელებს სარეაბილიტაციო სამუშაობეს, სააგენტო იტოვებს უფლებას, რომ გამოიყენოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობა და დააჯარიმოს მთლიანი კონტრაქტის ღირებულების 10%-ით და გააგზავნოს არაკეთილსინდისიერ მომწოდებელთა შავ სიაში შესაყვანად. ვიტოვებთ იმედს, რომ ორშაბათიდან, 13 ივნისიდან, კომპანია გაგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა Knews.ge-ს გიორგი შალუტაშვილმა.