ახალი ამბები

სიღნაღში ქალთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართება

ღონისძიება სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტის დარბაზში 10 ივნისს, 13:00 საათზე, ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენით დაიწყება, ხოლო 14:00 საათზე გაგრძელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, სადაც ფერწერული ტილოები იქნება წარმოდგენილი. როგორც knews.ge-ს გენდერულ საკითხებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწემ, მაია სუხიშვილმა განუცხადა, 
გამოფენის მიზანია რაიონში მცხოვრები ქალების შემოქმედების საზოგადოებისთვის გაცნობა.