გურჯაანში სახალხო დღესასწაული ”ნატოობა” გაიმართება

,,12 ივნისს, 15 საათზე, გაიმართება ფილმის ”არსენა” ჩვენება, ხოლო 13 ივნისს კი – ”აკაკის აკვანი”. 14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის დაბადების 112 წლის და გარდაცვალების 63 წლისთავისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული ”ნატოობა” ჩატარდება. ღონისძიება გაიხსნება 13:00 საათზე”, – განაცხადეს გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებაში.
”ნატოობისადმი” მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მოწვეულნი არიან ნატო ვაჩნაძის შთამომავლები: ელდარ შენგელაია, კირა ანდრონიკაშვილი და სხვები. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.