ახალი ამბები

გურჯაანში სასამართლოს განახლებული შენობა გაიხსნა

შენობის გახსნას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დაესწრნენ. 
,,გურჯაანის რაიონული სასამრთლოს შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. მთლიანად მოპირკეთდა შენობა, მოეწყო სასამართლო დარბაზები და ეზო. ჩვენი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით”, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ.