ახალი ამბები

თელაველი ოთარ ესიტაშვილი კიოკუშინკაი კარატეში ევროპის ჩემპიონი გახდა

მან ფინალური ორთაბრძოლა უნგრელ ადამ კოვაჩს მოუგო. ევროპის ჩემპიონატში 25 ქვეყნის 350 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს კიოკუშინ კარატეს ფედერაციის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ გამარჯვებულ სპორტსმენს თასი, დიპლომი და ოქროს მედალი გადასცა. ოთარ ესიტაშვილი თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში ცხოვრობს.