გურჯაანელმა მკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვეს
ალექსანდრე ზავრაშვილმა 60 კგ. წონით კატეგორიაში მარჯვენა ხელში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარცხენაში კი მე-3 ადგილის მფლობელი გახდა. წარმატება კიდევ ერთმა სპორტსმანემა თენგო ნაცვლიშვილმა მოიპოვა. მან 70 კგ. წონით კატეგორიაში მარცხენა და მარჯვენა ხელში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.