სტატიები

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 5 თვის მონაცემები

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 35,04 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი – 106% (1242523),  უკრაინა – 73% (1853663),რუსეთი –  59% (7560974), ბელარუსი – 77% (262838), ლიტვა – 46% (244368), პოლონეთი – 30% (835792), ესტონეთი – 17% (236496), ყირგიზეთი – 171% (107646),  გერმანია – 31% (141328), კანადა – 25% (77100), დიდიბრიტანეთი – 79% (52126)დასხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 7560974 ბოთლი; უკრაინა -1853663 ბოთლი; ყაზახეთი-1620046 ბოთლი; ჩინეთი-1242523 ბოთლი; პოლონეთი -835792 ბოთლი ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 330 333 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 69%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 7,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების- ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს აღწევს. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინო მასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 61,1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 5 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 45,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.