სტატიები

საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია გაიმართა

24-25 მაისს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) გაიმართა. კონფერენციის სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, აშშჶის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცეჶპრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართეს.

„ჩვენ გვწამს, რომ NATO ევროატლანტიკურ სივრცესა და მის გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამ თვალსაზრისით, საქართველო ალიანსთან თავისი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნის ერთგულია. ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე ჩვენ საერთაშორისო მისიებში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვსარგებლობთ უსაფრთხოების გარანტიებით, არამედ ვქმნით მათ. ეს შეეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო ვითარებას. ეროვნულ დონეზე, ვაგრძელებთ ამბიციურ რეფორმებს უფრო ძლიერი სახელმწიფოს ასაგებად, რომელსაც ძალუძს გაუმკლავდეს საფრთხეებს, რომლებიც ევროპას მის საზღვრებში და საზღვრებს მიღმა ემუქრება. საქართველო, შავი ზღვა და კავკასიის რეგიონი იმ თავსატეხის მნიშვნელოვანი ნაწილებია, რომელსაც NATO აგროვებს. ესაა წერტილი, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება. ესაა ტერიტორია, სადაც ალიანსი და მისი პარტნიორები პასუხისმგებლობას ინაწილებენ. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მომავალ თვეებში ამოქმედდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ევროატლანტიკური მიზნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით, ჩვენმა სწრაფვამ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა გააძლიეროს, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, უკანასკნელ წლებში გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ძალჶღონეს არ იშურებს, რომ დაუპირისპირდეს დეზინფორმაციას და მზარდ საფრთხეებს, რაც შეუძლებელია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პირველი დღე მთლიანად ნატო-ს თემაზე მსჯელობას დაეთმო. პანელზე საუბარი საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივებს, ვარშავის სამიტის მოლოდინებს და რეგიონში არსებულ გამოწვევებს შეეხო. რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება ჯეიმს აპატურაიმ და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე იმსჯელა. მისი თქმით, ალიანსი წვრთნების ჩატარებითა და ინფორმაციის გაცვლით რეგიონის გაძლიერებას ცდილობს.

„უელსის სამიტის შემდეგ, ნატო უფრო მეტად არის წარმოდგენილი საქართველოში და საქართველო უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატოში. ჩვენ პირველ რიგში ვახორციელებთ პაკეტით განსაზღვრულ მიმართულებებს. საქართველოში ჩამოვიდა ნატოს მრჩეველთა ჯგუფი, გავხსენით პირველი ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელმაც უკვე ჩაატარა პირველი წვრთნა. ვარშავის სამიტზე საქართველო უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა პარტნიორი სახელმწიფო“_ განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ ჩვენ გვსურს მეტი საქართველო ნატოში. მისი თქმით, „გაერთიანებული ნატო საუკეთესო პასუხი იქნება შეკავების პოლიტიკასა და ყველა არსებულ გამოწვევაზე.“ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ჯეიმს აპატურაის შორის ორმხირივი შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი დეტალურად განიხილეს.

,,განვიხილეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები, დავეხმაროთ რეფორმების განხორციელებისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში. ნატოს მომავალ სამიტზე ჩვენ საფუძველს ჩავუყრით საქართველოსთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოებას, ასევე, დავეხმარებით საქართველოს დამოუკიდებლად იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და შეიტანოს საკუთარი წვლილი საერთაშორისო ოპერაციებში,“_ განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიელ, ლიტველ და ესტონელ თავდაცვის მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების დროს სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები იყო.

,,ის, რომ ისინი აქ იმყოფებიან, ცალსახა დასტურია საქართველოს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის, საქართველოს მოთხოვნების, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების მხარდაჭერის. ჩვენ ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ერთიანი ხმით, ოთხივე ერთად, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ერთი ხმით წარვდგებით ვარშავის სამიტზე, ერთი ტიპის ამოცანა გვექნება, რომ ამ სამიტიდან საქართველო გამოვიდეს კიდევ უფრო მეტად დაცული, უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებით ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის, _ აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე მსჯელობისას. ძირითადი აქცენტი ჩრდილოეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და უკრაინის კრიზისზე გაკეთდა.

„ჩვენ სურვილი გვაქვს ამ რეგიონში ნატო მეტად იყოს წარმოდგენილი, როგორც შემაკავებელი ფაქტორი, _ განაცხადა რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტეფან ალექსანდრუ ტინკამ.

საერთაშორისო უსაფრთხოება და არაკონვენციური ომი; გლობალური და ევროპული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევები, არსებული საფრთხეების შეფასება და მათთან გამკლავების ხედვების განხილვა, რუსეთისა და აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეები _ ასეთი იყო 25 მაისს CDSC-ის კონფერენციის მეორე დღის ძირითადი თემები, რომელიც შემაჯამებელი გამოსვლებით ამავე დღეს საზეიმოდ დაიხურა.

კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერჶმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეაჯამეს.

,,ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. სრულყოფილებამდე დიდი გზაა, თუმცა განვითარების ზოგადი ტენდენცია დადებითად უნდა შეფასდეს, _ აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.


მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: [email protected] ;
ვებგვერდი: mod.gov.ge