ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორის მიერ თანამდებობის დატოვება არ დასტურდება

 გუბერნიაში აცხადებენ, რომ ირაკლი შიოლაშვილი სამსახურშია და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ,,ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ მუშაობას და რაიმე საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს. გუბერნატორი ამ წუთებშიც სამუშაო ოთახში იმყოფება და ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას”,- განუცხადა Knews.ge-ს გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის სპეციალისტმა მადონა ბატიაშვილმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსის და ,,ნაციონალური მოძრაობის” ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, შაქრო ტერტერაშვილის ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი თანამდებობიდან უკვე გათავისუფლებულია, რაზედაც განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.
,,იგი, ორი დღის წინ დაიბარეს თბილისში და სამსახურიდან წასვლა მოთხოვეს. ჩემი ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს”,- განუცხადა knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.