ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი უპილოტო საფრენი აპარატით მოხდება

,,ადმინისტრაცია ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და ანტიბრაკონიერულ პროგრამაში აქტიურად და წარმატებით იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გადმოგვეცა საჩუქრად უპილოტო საფრენი აპარატი. უკვე განხორციელდა საცდელი ფრენა სოფ. რაჭისუბნის და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიაზე. კომპანია “Mymobile+”-ის დახმარებით დაცული ტერიტორიის თანამშრომლები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ კურს უპილოტო საფრენი აპარატების მართვასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, რის შემდგომაც პრაქტიკაში დაინერგება უპილოტო საფრენი აპარატებით მონიტორინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ღირებულება ჯამში 15 ათას ლარამდეა, დამონტაჟებულია კამერა, რომელის მეშვეობითაც მოხდება ნაკრძალიას ტერიტორიაზე არსებულ ცხოველთა და ბრაკონიერობის მონიტორინგი. ამ დრომდე ლაგოდეხის ნაკრძალში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი ფოტომახეების მეშვეობით ხორციელდება.