ახალი ამბები

შუამთაში დასუფთავების აქცია გაიმართა

აქცია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) CENN-ის და PMC RC- კონსორციუმის წევრების ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თელავის ისახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს. 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნანა ქაშაკაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვის დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წელს დააწესა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
,,გაეროს ინიციატივით 5 ივნისი გახლავთ მსოფლიოს გარემოს დაცვის დღე, შესაბამისად ჩვენც გამოვეხმაურეთ და გავმართეთ დასუფთავების აქცია. მოხარულები ვართ, რომ ამაში ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტი განხორციელებულია (GIPA)-ს CENN-ის და PMC კვლევითი ცენტრის თანამშრომლობით, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში და პროექტი გახლავთ აგრარული მიმართულებით რეგიონული უნივერსიტეტების კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერება,’’ –განუცხადა knews.ge-ს ნანა ქაშაკაშვილმა.
ნარჩენების სრულად დაშლას სჭირდება: ქაღალდის ხელსახოცს – 2-3 კვირა; ბანანის ქერქს – 3-4 კვირა; ქაღალდის პარკს – 1 თვე; გაზეთს – 1,5 თვე; ვაშლის ნარჩენს – 2 თვე; ფორთოხლის ქერქს – 6 თვე; შალის წინდას – 1- 5 წელი; რძის ქაღალდის ყუთს – 5 წელი ; სიგარეტის ნამწვს – 5-10 წელი; ტყავის ფეხსაცმელს – 25-40 წელი; ფენოპლასტის ჭიქას – 50 წელი; რეზინის საბურავს – 50 – 80 წელი; ალუმინის ქილას – 200-500 წელი; ბავშვის ერთჯერად საფენს – 500 წელი; პლასტმასის ბოთლს – 450 წელი; პოლიეთილენის პარკს – 200-1000 წელი.