ახალი ამბები

თელავში ,,საკვირაო სკოლის“ დახურვის ღონისძიება გაიმართება

პროგრამის მენეჯერის ნანა ათუაშვილის განცხადებით, საკვირაო სკოლაში გაერთიანებული მშობლებისთვის (რომელთა შვილებს განვითარების ხელშეწყობისთვის ინდივიდუალური მიდგომები ესაჭიროებათ) ჩატარდა ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განმავითარებელი ტრენინგ კურსი (ხანგრძლივობა 3 თვე), რომელსაც ფასილიტაციას სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი უწევდნენ. 
,,ორგანიზაცია თელავის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში არაერთ ღონისძიებას ახორციელებს 0-8 წლამდე ასაკის ბავშვთა ადრეული განვითარების მიმართულებით. ტრენინგები ეხებოდა შვილის პოზიტიურად აღზრდასა და განვითარების ტექნიკებს, ბავშვის საჭიროებების შეფასებას, ბავშვთა უფლებების დაცვას, ინფორმაციას სერვისების შესახებ სპეციალური საგანმანათლებლო და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის საქართველოში და ა.შ. მშობლების სპეციალისტებთან სესიებზე ყოფნისას, პარალელურად სამი საათის განმავლობაში მათი შვილებისთვის უზრუნველყოფილი იყო განმავითარებელი და გასართობი სივრცე, რომელსაც ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების სპეციალისტები და ფასილიტატორები უზრუნველყოფდნენ“. 
ღონისძიებას დაესწრებიან თელავის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების გამგეობის და საკრებულოების წარმომადგენლები, ადგილორბირივ არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრა გაიმართება თელავის N2 ბაგა-ბაღის შენობაში, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება.