ახალი ამბები

გურჯაანის რესტორანში ახალგაზრდა მამაკაცი თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციამ მამაკაცის ვინაობა უკვე დაადგინა.  როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცემასა და ნივთის განადგურებას გულისხმობს.