სოლიდარობის ფონდსა და ღვინის კომპანია შპს „სესიაშვილს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

,,პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოს სოლიდარობის ფონდი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საქველმოქმედო ფონდია და მისი დაარსებიდან დღემდე დახმარება  264 ბავშვსა და ახალგაზრდას  გაეწია. მივესალმებით ღვინის კომპანიის ამ ინიციატივას და მოვუწოდებთ  სხვა კომპანიებსაც  გაეთიანდნენ  ამ ძალიან კარგი იდეის ირგვლივ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო იქნება თითოეული ასეთი საქველმოქმედო ღონისძიების ლობისტი“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიასოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი,სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში,  კომპანია „სესიაშვილის“ დამფუძნებელი როსტომ სესიაშვილი,  კომპანიის თანამშრომლები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,მინდა მადლობა გადავუხადოსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. დღევანდელი მონაცემებით სამინისტროს და სტრუქტურების 1280 თანამშრომელი უკვე ჩართულია სოლიდარობის ფონდში ყოველთვიური დონაციით, რაც ნამდვილად  უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა. დღეს  გაფორმდა მემორანდუმი, რაც ნამდვილად არაჩვეულებრივი პრეცედენტია კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობის. რაც შეეხება საქართველოს  სოლიდარობის ფონდს, შექმნიდან დღემდე ჩვენი მიღწევა არის ის, რომ არცერთი ბავშვი და 22 წლამდე ახალგაზრდა, რომელსაც შეეხო სიმსივნე არ დაღუპულა უსახსრობის გამო. დღეის მონაცემებით, სოლიდარობის ფონდმა 7 მილიონ ლარამდე რესურსების მობილიზება შეძლო საჯარო სამსახურებში დასაქმებული 55 000 თანამშრომლისა და 27 კერძო კომპანიის დახმარებით.უკვე მობილიზებული და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, სოლიდარობის ფონდმა  სულ 22 წლამდე ასაკის 264 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა 9.2 მილიონი ლარის მოცულობით, მათ შორის 135 შემთხვევაში საზღვარგარეთ – გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში. ეს, გადაჭარბების გარეშე არის ისტორიული შედეგი, რომელიც არის შესანარჩუნებელი და ამისთვის საზოგადოების, საჯარო და კერძო სექრტორის გააქტიურება უმნიშვნელოვანესია“, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

დღეს გაფორმებული მემორანდუმი საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის,   უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის ნათელი მაგალითია. ერთობლივი ძალისხმევითშესაძლებელიასოლიდარობის ფონდში ინოვაციური დაფინანსების მობილიზება სიმსივნით დაავადებული  ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად.

ვფიქრობთ, ყველა ადამიანში არის სიკეთის კეთების განცდა. ჩვენც გვქონდა  სურვილი,  გვეკეთებინა სიკეთე, თუმცა  შესაფერისი სფერო და გზა უნდა შეგვერჩია. ამ საქმისთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა მევენახეობა და ღვინის წარმოება,  ვინაიდან  მევენახეობა-მეღვინეობა ისედაც ემსახურება სიკეთეს, ქვეყნის გადარჩენას. ამან განაპირობა ჩვენი წარმოებული ღვინის სახელიც -,,სიკეთე“.  ღვინის სახელი  მომხმარებელს მიანიშნებს, თუ რას გააკეთებს  როცა შეიძენს და მოიხმარს აღნიშნულ ღვინოს.  ჩვენ კომპანიას აქვს სურვილი, ეს ინიციატივა   სხვა კომპანიებს გადავდოთ და ვითანამშრომლოთ  მსხვილ თუ მცირე კომპანიებთან.  მინდა მადლობა გადავიუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მინისტრს, ოთარ დანელიას იმისთვის, რომ მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს განვითარებითვის მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს  სოლიდარობის ფონდს,  რომელიც უმნიშვნელოვანეს და კეთილშობილურ საქმეს აკეთებს“, – აღნიშნა  როსტომ სესიაშვილმა.