სტატიები

ჩინეთში კიდევ ერთი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა

ქათული ღვინის მაღაზია-სალონების ქსელი სახელწოდებით „ქართულიღვინისსახლი“ ჩინეთში თანდათან უფრო პოპულარულ იხდება. „სუოლუ ნკომპანია“ მაისის ბოლოს კიდევ სამ „ქართული ღვინის სახლს“ გახსნის სინძიანის პროვინციაში. სულ წლის ბოლომდე, ჩინეთის მასშტაბით, კომპანია 80-მდე „ქართული ღვინის სახლის“ გახსნას გეგმავს.  „სუოლუნ კომპანის“ გენერალური დირექტორი ისიაოძიუნუმი მიიჩნევს, რომ „ქართული ღვინის სახლის“ რაოდენობისზრდაჩინეთშიხელსშეუწყობსქართულიღვინისპოპულარიზაციას, სადაცდაინტერესებულიმომხმარებელიარამარტოღვინოს, არამედქართულკულტურასადაისტორიასაცგაეცნობა.

ქალაქ იუს ლოჯისტიკურ ცენტრში, ასევე გაიხსნა ქართული ღვინის საწყობი, საიდანაც „ქართული ღვინის სახლის“ ქსელი სისტემატიურად მომარაგდება ღვინოებით. ქართული ღვინის საწყობის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტინი ნოჩი ქოვანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი და სხვა დელეგატები.

ჩინეთში უკვე 15 „ქართული ღვინის სახლია“ (მაღაზია, სალონი, პავილიონი, ცენტრი), რომელიც სხვადასხვა კომპანიამ ბოლო ორ წელიწადში გახსნა.

2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით – ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა. ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ. ზრდის ტემპები წელსაც შენარჩუნებულია – იანვარ-აპრილის მონაცემებით, ჩინეთი ექსპორტირებულია  779 425  ბოთლი, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედართებით 58% შეადგინა.

ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მატება განაპირობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულმა აქტიურმა მარკეტინგულმა ღონისძიებებმა. 2015 წლის ივლისში პეკინში, გაიხსნა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი, ქართული ღვინო მონაწილეობს ჩინეთში გამართულ ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, ჩინელი ღვინის პროფესიონალების, მედიისა და მოყვარულებისთვის საქართველოში ეწყობა ღვინის ტურები და ა.შ.