ახალი ამბები

ყვარელში მოსახლეობამ ტყე-პარკის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა გააპროტესტა

ადგილობრივების ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებზე700 ათასი ლარი არამიზნობრივად იხარჯება. უკავშირდება. ისინი ამ თანხის ეფექტურად ხარჯვას მოითხოვენ. ,,ხელისუფლებამ თანხა არა ატრაქციონის დადგმაში, არამედ ქალაქსა და სოფლებში სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად უნდა დახარჯოს. გარდა ამისა, ამდენი ხის მოჭრა როგორ შეიძლება, სუნთქვა არ უნდა ქალაქის მოსახლეობას? ქუჩები, შიდა გზები არ ვარგა. ამდენი სოციალური პრობლემა და მძიმე ფონია ხალხში“, – აცხადებს მოსახლეობა.
ყვარლის გამგებლის მოადგილის, ოთარ ბუჯიაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის შესახებ მათ გამოკითხვა ჩაატარეს. ,,ხალხის მიერ მოწონებული პროექტია და ამიტომ გადაწყდა, რომ გაკეთებულიყო. რაც შეეხება, ხეების მასიურ ჭრას, ტყუილია და გამორიცხულია“, – განაცხადა ბუჯიაშვილმა.