ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის კახეთის რეგიონის ჟურნალისტს საყვედური გამოუცხადეს

აღნიშნულ ინფორმაციას ქევხიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტმა მაუწყებლის ქცევის კოდექსი დაარღვია. 
როგორც სამაუწყებლო კომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ფუტკარაძემ ,,მედიაჩეკერს” განუცხადა, ჟურნალისტებმა საჯარო სივრცეში არ უნდა ჩაიდინონ ქმედება, რომელიც ჩრდილს აყენებს მაუწყებლის რეპუტაციას და შეურაცხყოფს ადამიანებს.
ტელეკომპანიის რეგიონული ჟურნალისტი გამოცხადებულ საყვედურს სოციალურ ქსელში ეხმაურება. რომან ქევხიშვილის განმარტებით, მას პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ტექნიკურად არასათანადოდ აღჭურვის გამო ექმნება, ამიტომ სოციაურ ქსელში დაწერილი სტატუსების განხილვის მაგიერ უმჯობესია არხის ხელძღვანელობამ აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე იფიქროს. 
„ასეთივე სწრაფი რეაგირება რომ მოეხდინა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მენეჯმენტს, საინფორმაიო სამხახურის უფროსს, ახალი და მიმდინარე ამბების დეპარტამენტის დირექტორს -ჩემ არაერთ თხოვნაზე, რომ არ მაქვს ღამის განათება (ფლეშბეკი), რადიომიმღები მიკროფონი (2016 წელია), კამერის მონიტორი და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლეპტოპი, რომ ოპერატიულად, შემთხვევის ადგილიდან ავტვირთო ვიდეო აჯობებდა. რადგან მაუწყებლის მაყურებელი იმსახურებს, სწრაფ და ხარისხიან ინფორმაციას. თუმცა ეს ტექნიკური პრობლემები, რომელიც წლებია არსებობს და ყველა საქმის კურსშია, არავის აინტერესებს. სამარცხვინოა, რომ Facebook -ის სტატუსები უფრო მნიშვნელოვანია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმღძვანელი პირებისთვის, ვიდრე პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ხარისხიანი საინფორმაციოსთვის, ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, გამართულად მომუშავე ტექნიკაა. პრობლემების მოგვარებაზე არ იფიქროს არავინ და მხოლოდ ფბ სტატუსები განიხილეთ.. ამიტომ აქვს არხს “უზარმაზარი” რეიტინგი”,- წერს ქევხიშვილი სოციალურ ქსელში.