ახალი ამბები

თელავში შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს უფასო კონსულტაციებს გაუწევენ

აქციის ფარგლებში მოწვეული ექიმი-სპეციალისტები უფასო გასინჯვას თელავის თემის მოსახლეობისთვის შაქრიანი დიაბეტის გართულებების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით ჩაატარებენ. ,,სამედიცინო კვლევები დილის 11:30 დაიწყება და საღამომდე გაგრძელდება. გასინჯვებზე ჩაწერის მსურველებმა უნდა გაიარონ სავალდებულო რეგისტრაცია ნომერზე: 577 96 60 40. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ“, – განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.