ახალი ამბები

გურჯაანში მამაკაცმა პოლიციელების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თანამშრომლების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა. მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა ავტომობილით სცადა. სამართალდამცავებმა შეიარაღებულ მამაკაცთან ერთად რამდენიმე პირიც დააკავეს. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო ”სისხლის სამართლის კოდექსის” 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.