ახალი ამბები

გურჯაანში მცხოვრებ ვეტერანებს 200 ლარის ოდენობის თანხა გადაეცათ

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, გურჯაანში დიდების მემორიალზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. საღამოს ასევე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი.