ახალი ამბები

ახმეტელ 6 წლის მათეს სასწრაფო დახმარება სჭირდება

მას ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რომლის ღირებულება საქართველოში 7000 ლარია. ოჯახი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ოპერაციული მკურნალობის ხარჯების დაფარვის შესაძლებლობა არ აქვს. საყოველთაო დაზღვევა პატარა მათეს მკურნალობას მხოლოდ 3000 ლარით აფინანსებს. 28 მაისს თელავში მათე ღულელაურის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გოჩა ჭაბუკაიძე, თამარ ალადაშვილი, ზურა ბარბაქაძე (ფანდურა) და სხვა ცნობილი მომღერლები და პოეტები. მათეს დასახმარებლად თიბისი ბანკში სპეციალური ანგარიშია გახსნილი. 
TBC ბანკი: GE70TB7578245061100007. მიმღები: ლანა ტარუაშვილი.