ახალი ამბები

ბადიაურში სესხის გამო ახალგაზარდამ თავი მოიკლა

„ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავი მოიკლა, დღეს მიაბარეს მიწას. ონლაინ სესხი 700 დოლარის ოდენობით VIVUS.ge-დან ჰქონდა აღებული. 1200 ლარი შეტანილი ჰქონდა, მაგრამ პროცენტის დაგვიანებული გადახდის გამო თანხა გაეზარდა და ყოველდღე ურეკავდნენ ონლაინ ბანკის ოფიცრები, ემუქრებოდნენ რომ სახლს დააკარგვინდებდნენ“, – წერს სოციალურ ქსელში მამისა ჯაფარიშვილი.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ახალგაზრდას ონლაინ სესხი ჰქონდა გამოტანილი, თუმცა გახდა თუ არა ეს მისი თვითმკვლელობის მიზეზი ამაზე ინფორმაცია არ აქვთ.