ბლოგები

რატომ არის კარგი სოფლის ტურიზმი

   აუცილებლია  თითოეული სოფლის ტურისტული პოტენციალის განსაზღვრა  და ამ სოფლებში სასოფლო, ანუ აგრარული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სახლმწიფოს მხრიდან.    

          2006-2007 წლებში, როდესაც სიღნაღის რებილიტაციის სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა და სიღნაღი ტურისტულ ცენტრად გამოცხადდა, მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები ამ პროგრამის გარეთ დარჩნენ.  დაიგეგმა არაერთი, სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც სიღნაღის, როგორც ტურისტულ ქალაქად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.  

ტურისტი რომ სიღნაღში მოხვდეს, ნუკრიანი უნდა გაიაროს, ჩამოსული ტურისტებისთვის საუკეთესოა  არჩევანია, რომ  საღამო მაღლობიან სოფელში,  ზღვის დონიდან 950-1100 მეტრზე გაატარონ სუფთა ჰაერზე, არაჩვეულებრივი ხედებით ალაზნის ველსა და კავკასიონზე.  საიდანაც შეიძლება უყურო როგორც მზის ამოსვლას, ასევე ნისლში მოცურავე კავკასიონის ქედებს.

 ამ სილამაზის მნახველ ერთ რუს ჟურნალისტს დაუწერია კიდეც, ვიმყოფები ისეთ ადგილას, სადაც ხელის გასაწვდენ მანძილზე თოვლი და ყინულია, ჩემს დაბლა ვეტმფრენი დაფრინავს ( იმ ვეტმფრენით მაშინ ალაზნის ველზე ყანები იწამლებოდა, რომ მავნებლებს არ გადაეძოვათ  მოსავალი) და ჩემს გვერდით კი ვარდები ყვავიანო.

მე კი მინდა ის ახალგაზრდა ოჯახი გაგაცნოთ, რომლებიც სოფლის ტურიზმის პიონერები არიან ნუკრიანში,  რომლებმაც კარგად შეაფასეს თავიანთი  საცხოვრებელი ადგილის  პოტენციალი და ეთნოგრაფიული ეზო ,,ქიზიყი“ გააკეთეს.

მათი ნააზრევის სრულყოფილებაში მოყვანას, სათემო განვითარების ცენტრის პროექტმა  ,,მიკრომეწარმეობა, როგორც სიღარიბესთან ბრძოლის საშუალება“  შეუწყო ხელი.

 ეზოს პატრონებმა, თამუნამ და გიამ,  3 000 ლარის ოდენობის გრანტით შეძლეს დაეწყოთ სასოფლო ანუ აგრარული ტურიზმი.  ააშენეს ძველი, ქართული სტილით ნაგები შენობა,  სოფელში მოიძიეს ძველი კრამიტი, აგური, ხის კოჭები, გამონაცვალი ფანჯრები და კარი და  კოხტა მარანი ააწყვეს ქვევრებით და ბუხრით.

ისინი ტურისტებს  ულამაზესი ხედის გარდა ადგილობრივი ტრადიციებით აგებულ სახლში განთავსებას, ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტებით კვებას და სოფლის ცხოვრებაში მონაწილეობას სთავაზობენ. აქ შეგიძლიათ დიასახლისთან ერთად ჩააკრათ პური თონეში, მოახვიოთ ხინკალი, გამოხადოთ არაყი, შეწვათ მწვადი საკუთარი ხელით, მოუაროთ ფშავლური ჯიშის ძროხას, დააპუროთ უძველესი ქართული პოპულაციის ქათმები, საკუთარი ხელით ამოიღოთ კვერცხი საბუდარიდან და თქვენვე გაიმზადოთ გემრიელი ერბო-კვერცხი.

 ამ საქმინობით თამუნა და გიორგი ხელს უწობენ,  პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შექმნას და  ტურისტების მიერ გაწეული დანახარჯებიდან იღებენ პირდაპირ ეკინომიკურ მოგებას.  ამ ერთი წარმატებული მაგალითის  ანალიზი გვაძლევს იმის საშუალებას დავასკვნათ, რომ სასოფლო ტურიზმის წარმატებული განვითარება არ ითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებას, თუ ის სრულყოფილადაა დაგეგმილი.

სასოფლო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს  არა მარტო ნუკრიანს, არამედ ქვემო მაჩხაანსა და ტიბაანს, ანაგასა და ვაქირს, თუ სხვა არაერთ სოფელს.

მიუხედავად ნუკრიანში ასებული ერთი-ორი წარმატებული მაგალითისა, ადგილობრივ მოსახლეობას, სურვილი, ცოდნა და  საშუალება არ აქვთ განავითარონ ტურიზმის ეს მიმართულება.

ამაში მოსახლეობას ხელი  ისევ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს. ადგილობრივი თვითმმართველობა, აქტიურად  უნდა იყოს დაინტერესებული  სოფლად შემოსავლის მომტანი პროგრამების საგანმანათლებლო ნაწილი  დააფინასოს.  ტოგორიცაა ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა და ამით სოფლის ტურიზმის განვითარებას  შეუწყოს ხელი, რომელიც  რეგიონის გრძელვადიან  სტრატეგიულ მიმართულებად უნდა აღიაროს. 

  ეს  კომპლექსური მიდგომა ხელს შეუწყობს სოფლად   შემოსავლების გაზრდას და მოსახლეობას თვითდასაქმების შანსი მიეცემა.

სწორედ სამუშაო ადგილების არქონა, სოფლად არსებული ეკონომიური სიდუხჭირე და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების დეფიციტია  ახალგაზრდების  სოფლიდან გადინების თავი და თავი.