ახალი ამბები

კახეთში „პაციენტის უფლებების კვირეული“ ტარდება

“ცხელი ხაზის მენეჯერი დაინტერესებულებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ ფარგლებში ხელმისაწვდომ სერვისებს. შეხვედრაზე ისაუბრებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სერვისებზე; როგორ ხდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში ჩართვა; რა ბერკეტები არსებობს ოპერაციების და სხვადასხვა ტიპის სპეციფიური მკურნალობის დაფინანსების მოსაპოვებლად და ა.შ.“ – განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
კვირეულის ფარგლებში, თელავის ცენტრლურ ქუჩებში მსვლელობაც იგეგმება. მოხალისეების ჯგუფი მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს დაურიგებს. საზოგადოებრივი თვშეყრის ადგილებში კი სეციალური პლაკატები განთავსდება. 
პროექტს ახორციელებს „საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება“ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.