ყარაჯალაში ცენტრალური და შიდასაუბნო გზების რეაბილიტაციას ითხოვენ

ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე ათეული წელია გზა ისეა დაზიანებული, რომ მანქანით გადაადგილებაც უჭირთ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას გზების დაიყოვნებლივ რეაბილიტაციას სთხოვენ.
,,გზა დაზიანებულია, იმხელა ორმოებია, მანქანითაც ვერ გაგვივლია. რაც შემოსავალი გვაქვს მანქანების გაკეთებაში ვხარჯავთ. ფეხითაც ვერ გაგვაჩნია, ისეა დაზიანებული. წვიმის დროს გუბეები დგება და გავლა გვიჭირს. ეს პრობლემა წლებია გვაწუხებს და ახლა წინასაარჩევნო პერიოდში მაინც მოაგვაროს ხელისუფლებამ. გზას მთლიანად გაკეთება სჭირდება. მარტო ორმოების ამოვსება პრობლემას არ მოაგვარებს”,– განუცხადა knews.ge-ს სოფელ ყარაჯლის მკვიდრმა ალდარ მუსტაფაევმა.