ახალი ამბები

NDI: ქართული ოცნებას მხარს 15% უჭერს, ნაციონალურ მოძრაობას – 13%

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩვენები ტარდებოდეს კოალიცია “ქართულ ოცნებას მხარს 15% დაუჭერდა, “ნაციონალურ მოძრაობას” 13%, ხოლო “თავისუფალ დემოკრატებს 6%, ხოლო 36%-მა არ იცის.

გამოკითხვის მიხედვით, 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, ხოლო 31%-ს გადაწყვეტილი აქვს ვის უნდა დაუჭიროს მხარი.

NDI-ის  წინა 2015 წლის შედეგების მიხედვით,  “ქართული ოცნების” რეიტინგი  16% იყო,  ხოლო”ნაციონალური მოძრაობის” – 10%. 2015 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული [საველე სამუშაოები აგვისტოში ჩატარდა]  შეკითხვაზე, თუ ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 35% განაცხადა, რომ არ იცის, 14% – არც ერთ პარტიას არ უჭერდა მხარს, ნაციონალურ მოძრაობას- 13%, ქართულ ოცნებას კი მხოლოდ  11%.

ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, ხოლო 11%-ის აზრით, გამარჯვებული პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იქნებოდა. 4% თავისუფალ დემოკრატებს ასახელებს, ხოლო 41%-მა არ იცის.