გამოკითხვა

გამოკითხვა საგარეჯოში – მე რომ გამგებელი ვიყო

რესპონდენტების განცხადებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტის დაკავების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ცენტრალური და შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებდნენ. მათივე თქმით, ახალგაზრდებს გასართობი ადგილების არარსებობის პრობლემაც აწუხებთ.
საგარეჯოს #4 საჯარო სკოლის მოსწავლე, ნატო მეზვრიშვილი თვითმმართველი ერთეულის უმაღლესი თანამდებობის პირი რომ იყოს, ქალაქ საგარეჯოს ბიბლიოთეკას რესტავრაციას ჩაუტარებდა. 
,,საგარეჯოს ბიბლიოთეკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. როდესაც მოსწავლე შედის ბიბლიოთეკაში, სურვილი უჩნდება, რომ იქიდან მალე გამოვიდეს. ბევრი წიგნია და ფართი ცოტა. იმდენად მჭიდროდ არის დალაგებული წიგნები თაროებზე, რომ გამოღებისას ზიანდება. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. მე რომ გამგებელი ვიყო. ბიბლიოთეკას აუცილებლად გავარემონტებდი”,- განუცხადა Knews.ge-ს ნატო მეზვრიშვილმა.