ახალი ამბები

თელავისა და თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შეთანხმება ერთიანი ელექტრონული სერვისების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ მოაწერეს.
,,მადლობა თბილისის მერიას, იმისთვის რომ გვეხმარებიან ახალი ინოვაციური პროექტების დანერგვაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს დისტანციური მომსახურება, რაც გაამარტივებს და დააჩქარებს სერვისების მიწვდას”, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.