ბლოგები

პროფესიულ კოლეჯ „აისში“ ღია კარის დღე მოეწყო

8 აპრილს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ საგაზაფხულო მიღებაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ჩატარდა ღია კარის დღე, რომელსაც უძღვებოდა გამოცდების ეროვნული ცენტრის პროფესიული ტესტირების კოორდინატორი თამარ კაკუტია.

კოლეჯში სწავლის მსურველებმა მიიღეს ინფორმაცია რეგისტრაციასთან დაკავშირებული სიახლეების, ჩარიცხვის წესებისა და სწავლების დაფინანსების შესახებ. გაეცნენ ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშებს.