ახალი ამბები

თესაუს სტუდენტები ნატოს კვირეულის ფარგლებში „კრწანისის“ სასწავლო ბაზას ეწვივნენ

ღონისძიების მიზანს, რომელიც ნატოს კვირეულის ფარგლებში განხორციელდა, ახალგაზრდებში შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას წარმოადგენდა. თესაუს სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, მიიღოთ ინფორმაცია თუ სად და რა ვითარებაში გადიან მომზადებას ქართველი ჯარისკაცები. 
საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორმა თენგიზ ციხისთავმა სტუმრებს სასწავლო ცენტრის, მისი ისტორიის, დანიშნულების, სტრუქტურისა და არსებული კურსების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს. სტუდენტები სიმულაციური სროლის კლასსაც ეწვივნენ და M4 ტიპის სასწავლო იარაღიდან გაისროლეს.