ახალი ამბები

თელაველი მოვაჭრეების მოსაზრებები პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანასთან დაკავშირებით

გამოკითხულთა უმრავლესობის განცხადებით, ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანა მოვაჭრეების ეკონომიკური მდგომარეობას გააუმჯობესებს. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ისეთი რეფორმები, რომლებიც ფერმერებს ევროკავშირის ბაზარზე მოყვანილი პროდუქციის ხელსაყრელ ფასად გაყიდვისა და საკუთარი მეურნეობის გაფართოვების შესაძლებლობას მისცემს. 
,,ძალიან კარგი იქნება, თუ ევროკავშირის ბაზარზე გავა ჩვენი პროდუქცია. სეზონურად ხილი და ბოსტნეული იმდენი გვაქვს, რომ ლპება და გაყიდვას ვერ ვახერხებთ. კარგი იქნება, თუ მოგვეცემა საშუალება, გავიტანოთ და გავყიდოთ”,– განუცხადა Knews.ge-ს მოვაჭრე ქეთევან შაშვიაშვილმა.