ახალი ამბები

თელავში ავტოსადგურთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.
,,გზა, რომელიც მოძრაობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია ქალაქში და რომლის მიმდებარედაც განთავსებულია, როგორც ავტოსადგური, ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები ათწლეულების მანძილზე სრულად ამორტიზებული იყო. აღნიშნული გზის მონაკვეთს დღემდე რეაბილიტაცია არ ჩასტარებია. დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი”, – აცხადებენ Knews.ge-სთან ქალაქის მერიაში.