ახალი ამბები

კახეთში ხვალ წვიმა და ქარია მოსალოდნელი

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები ამაღამ მოსალოდნელია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, თუმცა ეს იქნება სწრაფი და ერთდღიანი შემოჭრა. 
,,ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან – ქარბუქი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – ძლიერი 20-25 მეტრი წამში, აღმოსავლეთ საქართველოში. ჰაერის ტემპერატურა +7 +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 4 აპრილს უკვე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +9 +14 გრადუსია მოსალოდნელი. 5 აპრილს ტემპერატურა +13 +19 გრადუსის ფარგლებში იქნება და 6-7 აპრილს კიდევ უფრო მოიმატებს”.