ახალი ამბები

კახეთში ლეიბორისტულმა პარტიამ შეხვედრა გამართა

ღონისძიებას რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელების გარდა პარტიის აქტივისტებიც ესწრებოდნენ.  შეხვედრაზე შალვა ნათელაშვილმა საარჩევნო პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.
,,შეხვედრაზე დაისახა კონკრეტული გეგმები არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, ვინც ჩაიბარებს ხელისუფლებას, ააწყობს ქვეყანას და გადაიყვანს განვითარების ახალ საფეხურზე კოალიციურ, ღირსეულ მთავრობასთან ერთად. ჩვენ არ ვაპირებთ არავისთან გაერთიანებას, რადგან ამ ფორმატებმა არაერთხელ დაღუპა საქართველო“, – აცხადებს პარტიის ლიდერი.