ახალი ამბები

ანაგაში ახალგაზრდა მამაკაცი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

როგორც knews.ge-ს გარდაცვლილის მეგობრებმა განუცხადეს, გიორგი გულაშვილი აბაზანაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.

,,თბილისში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე  სწავლობდა, მეოთხე კურსზე იყო. ეხლა სოფელში იყო ჩამოსული. მეხივით გავარდა დღეს ეს ამბავი სოფელში. გიორგი უსაზღვროდ კარგი ადამიანი და მეგობარი იყო. მიჭირს მასზე წარსულში საუბარში. როგორც თქვეს, მისი საცხოვრებელი სახლის აბაზანაში გაზი გაიჟონა და ამის შედეგად გიორგი გაიგუდა. როგორც ამბობდნენ მისმა ძმამ ნახა პირველად”, – განუცხადეს knews.ge- ს გარდაცვლილის მეგობრებმა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 240-ე პრიმა მუხლით  რაც ითვალისწინებს ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.