ახალი ამბები

2 აპრილს ქალაქ ლაგოდეხს ენერგომომარაგება შეუწყდება

როგორც knews.ge-ს კახეთის ენერგოდისტრიბუციაში განუცხადეს, ენერგომომარაგების შეზღუდვის მიზეზი ქ/ს ,,ლაგოდეხში” 10 კვ-იან ფიდერზე ,,წყალსაქაჩი” ელექტროგადამცემი ხაზის ნარგავებისგან გათავისუფლების სამუშაოებია. უწყების ინფორმაციით, ნარგავების ფორმირების სამუშაოების დამთავრებისთანავე ქალაქ ლაგოდეხში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.