ახალი ამბები

თელავის ვიცე მერმა ბრიუსელში ვიზიტი დაასრულა

ვიზიტის ფარგლებში, მთვარელიშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.  ,,ვიცე მერი აპატურაის გარდა, საქართველოს მუდმივმოქმედ წარმომადგენელთან ნატოში ალესანდრე მაისურაძეს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრების შედეგად დაიგეგმა საქართველო-ნატოს ურთიერთობების გაღრმავების კონკრეტული ნაბიჯები, რომლის თანახმადაც ადგილობრივი თვითმმართველობების როლი გამოკვეთილად აქტუალური იქნება”, – განაცხადეს თელავის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის ვიცე მერი ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის დროს ნატოს შტაბ ბინაში ოფიციალურ შეხვედრებს ესწრებოდა. ბრიუსელში საქართველოდან 18 საჯარო მოხელე იმყოფებოდა.