სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დედოფლისწყაროში 418 215 ლარი დაიხარჯება

როგორც knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების მიხედვით, სოფლებში პროექტების განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება. ,,ჩვენმა საკრებულომ მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტში შემავალი თითოეული ადმინისტრაციული ერთეულისათვის თანხის ოდენობა განსაზღვრა. აღნიშნული განკარგულების შემდეგ ჩვენ მოსახლეობასთან ვაწარმოებდით კონსულტაციას, შეხვედრებს. ამ ეტაპზე, პრიორიტეტების გათავლისწინებით, მიმდინარეობს პროექტების შერჩევა სოფლების მიხედვით”, – განუცხადეს knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში.