გამოკითხვა

გამოკითხვა საგარეჯოში – საჭიროა თუ არა არაფორმალური განათლების მიღება?

გამოკითხული ახალგაზრდების განცხადებით, არაფორმალური განათლების მიღებას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი გაცილებით ბევრ ინფორმაციას იღებენ, ვიდრე 12 წლის განმავლობაში საჯარო სკოლაში სწავლობენ.
,,არაფორმალური განათლების მიღება ახალგაზრდების ჩამოყალიბებას და განვითარებას უწყობს ხელს. ის მოსწავლეები, რომლებიც ხშირად ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ჩატარებულ ტრენინგებს, სამომავლოდ წარმატებულები იქნებიან. ჩემი აზრით, დღეს ბევრ ახალგაზრდას არ ეძლევა საშუალება, ჩაერთოს სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელიც ამ კუთხით ხორციელდება”,- განუცხადა Knews.ge-ს საგარეჯოს მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლაშა სასწრაფოშვილმა.
საგარეჯოელი ახალგაზრდები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აუცილებელია, საქართველოში დაინერგოს არაფორმალური განათლების კუთხით ევროპის ქვეყნებში არსებული მიდგომები. ისინი მიიჩნევენ, რომ დამსაქმებლებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ სემინარებსა და ტრენინგებზე მათ მიერ მიღებულ ცოდნას.
,,ტარდება ბევრი სემინარი, მაგრამ ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მცირეა, ისინი არ აქტიურობენ. ჩემი აზრით, ეს ძალია ცუდია, რადგან არაფორმალური განათლება საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, გაიგონ ბევრი ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაც კონკრეტულ საგანში სკოლაში არ ისწავლება და ყავდეთ ბევრი ნაცნობი”,– განუცხადა Knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლარისა ქვრივიშვილმა.