ახალი ამბები

თელავში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახალ შენობაში განთავსდება

 “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი რომელიც მოქალაქეებისთვის უფასოდ ახორციელებს ეპიდემიური ზედამხედველობის, იმუნიზაციის, ანტიბაქტერიულ და ჯანმრთელობისთვის სხვა პრევენციულ სერვისებს, აპრილის ბოლომდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსდება. თელავის მერიამ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ფართის რეაბილიტაცია დააფინანსა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 000 ლარი გამოყო”- განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.