ახალი ამბები

ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციური ცენტრები გაიხსნება

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის აღმასარულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს, საქართველოს ეროვნული ინოვაციების სისტემის პროექტისთვის, 40 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა. 
ეს გულისხმობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკოსისტემის ასაწყობად. ეს თავისთავად გულისხმობს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნას, სადაც მოსახლეობა ტექნოლოგიების სფეროში დაეუფლება სხვადასხვა პროფესიას. ეს არის პროგრამირება, დიზაინი, მეწარმული უნარები, მიკროელექტრონიკა, რაც, თავის მხრივ, რეგიონებში ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნას და განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მათაურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეგიონებში გრანტები გაიცემა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესების დასაფინანსებლად და დაიწყება ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.