ახალი ამბები

სოფელ უდაბნოში ქარსაფარი ზოლის აღდგენა დაიწყო

 აქციის „გაამწვანე უდაბნო“ ფარგლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, თბილისის სახელმიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 4 000-მდე ფშატის, თეთრი აკაციისა და ჰიბრიდული თუთის სახეობის ნერგები დარგეს. 
როგორც knews.ge-ს გარემოსა დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე დაირგო ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი ისეთი სახეობები, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილისთვისაა დამახასიათებელი და ეკოკლიმატურ პირობებს ადვილად ეგუება. გიგლა აგულაშვილის უწყების ინფორმაციით, აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება და შემოდგომაზე 2000 ნერგი დაირგვება.