ახალი ამბები

გურჯაანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.
,,აპარატი იყო გადაადგილებული. თუ რა ოდენობის თანხაა მოპარული, ამას გამოძიება დაადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”,- განუცხადეს knews.ge-ს შსს-ში.