ეთიკის ქარტიამ კახეთის რეგიონული კოორდინატორი შეარჩია

ქარტიის კოორდინატორის პოზიციას თელავში დაიკავებს გაზეთ „კახეთის ხმის“ მთავარი რედაქტორი ნატალია ცისკარაშვილი. ცისკარაშვილი ამ გამოცემაში 2004 წლიდან მუშაობს. 
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქარტიას რეგიონებში კოორდინატორები ეყოლება. ჩემი ძირითადი მოვალეობა იქნება კახეთში ქარტიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ადგილობრივ ჟურნალისტებთან ურთიერთობა და ქარტიის საქმიანობაში ჩართვა“, – განუცხადა knews.ge-ს ნატალია ცისკარაშვილმა. 
ეთიკის ქარტიამ რეგიონული კოორდინატორები იმერეთსა და აჭარაშიც შეარჩია.